ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა სამხედრო პატრული ააფეთქა

თვითმკვლელმა ტერორისტმა, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა, ავღანეთში სამხედრო პატრული ააფეთქა. ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.
ინციდენტი „ბაგრამის“ ავიაბაზის სიახლოვეს მოხდა.
როდესაც თვითმკვლელი ამერიკულ-ავღანურ შერეულ პატრულს მიუახლოვდა, მან ბომბი ააფეთქა. ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო. თალიბების ინფორმაციით, ტერორისტული შეტევის შედეგად 19 სამხედრო დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები