„მიგრაცია და ადამიანით ვაჭრობა“- ევროკავშირის პროექტის საჯარო ლექცია გაიმართა

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა, რომლის განსახილველი საკითხები: მიგრაცია და არალეგალური მიგრაციის საფრთხეები, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), როგორც დანაშაული, ტრეფიკინგის საფრთხეები და ტრეფიკინგთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა იყო.
ღონისძიება, ევროკავშირის კამპანიის – „2015 წელი ევროპული განვითარებისთვის“ #EYD ფარგლებში, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტის – „ერთად შევეგებოთ ევროპას“ –  მიერ ჩატარდა.
ლექციას თემაზე –„მიგრაცია და ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)“ 50-ზე მეტი სტუდენტი დაესწრო. თითოეულ მათგანს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.
საჯარო ლექციას კითხულობდნენ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში პროგრამების მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი, სამოქალაქო განვითარების სააგენტო „სიდას“ (CiDA) ზვიად დევდარიანი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის მრჩეველი ქეთევან სარაჯიშვილი, შსს-ს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი დიანა როსტიაშვილი და ორგანიზაცია „ემიგრანტები სამოქალაქო განვითარებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი აბულაშვილი.
საჯარო ლექცია ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები