ირაკლი ღარიბაშვილი: მზად ვართ, გავაგრძელოთ პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში

საქართველოს მთავრობა განაგრძობს რაციონალურ, პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის 3-წლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, არსებით ფორმატად საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური საკითხების განსახილველად ჟენევის მოლაპარაკებები რჩება.
მისივე თქმით, გრძელდება დიალოგი საქართველოსა და რუსეთის სპეციალურ წარმომადგენლებს შორის, ე.წ. პრაღის ფორმატში.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პრინციპული ხასიათის უთანხმოებებისა მიუხედავად, მათ შორის 2008 წლის ომის გამომწვევ მიზეზებთან და მის შედეგებთან დაკავშირებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის პირობებში ვაჭრობის, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროებში გარკვეული წინსვლა მოხერხდა.
პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არც ერთ პროვოკაციაზე არ წამოეგება და არასოდეს შეიცვლება მშვიდობიანი გზა.
„მზად ვართ, გავაგრძელოთ პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში და რუსეთის მხრიდან ველით ანალოგიურ მიდგომას. ჩვენი ხელისუფლება ადგას პრობლემების მოგვარების მშვიდობიან, არაძალადობრივ კურსს. ხალხთა შორის დიალოგს და თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ არც ერთ პროვოკაციაზე არ წამოვეგებით და არასოდეს შეიცვლება მშვიდობიანი გზა“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები