ირაკლი ღარიბაშვილი: მედია არის თავისუფალი ყოველგვარი სახელისუფლებო ჩარევისგან

არ მგონია, ვინმეს გაუჩნდეს ეჭვი, რომ რომელიმე მაუწყებელი დღევანდელი ხელისუფლების რუპორია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 3-წლიანი ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მედია დღესდღეობით სახელისუფლებო კონტროლისგან აბსოლუტურად თავისუფალია.
“მედია არის თავისუფალი ყოველგვარი სახელისუფლებო ჩარევისგან. მედიასაშუალებები თავისუფლად მუშაობენ და მოქმედებენ. ამას ადასტურებს მსოფლიო რეიტინგები მედიის თავისუფლების კუთხით. არ მგონია, რომ ამ დარბაზში, ან საზოგადოებაში ვინმეს გაუჩნდეს ეჭვი, რომ რომელიმე მაუწყებელი დღევანდელი ხელისუფლების რუპორია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები