პრემიერი: დღეს ციხეებში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური დანაშაული აღკვეთილია

დღეს ციხეებში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური დანაშაული აღკვეთილია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სამწლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ციხე აღარ არის ადამიანის ღირსების გათელვის დაწესებულება.
„ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოვაწყვეთ პენიტენციური დაწესებულებები, დავიწყეთ მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაცია და შესაბამის დაწესებულებებში გადანაწილება, გავაუმჯობესეთ მათი უფლებრივი მდგომარეობა და პირობები, ავამოქმედეთ სრულიად ახალი ტიპის თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება, დავნერგეთ არასრულწლოვანთა მიმართ სასჯელის მოხდის ახალი ფორმა – შინაპატიმრობა ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დაინერგა პენიტენციური ჯანდაცვის უმაღლესი სტანდარტი. პირველადი სამედიცინო დახმარება დღეს ხელმისაწვდომია ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში. შედეგად, მკვეთრად შემცირდა ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა, ხოლო C ჰეპატიტის პროგრამის მეშვეობით, 500 მსჯავრდებულიდან, 90 პროცენტი მთლიანად განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები