ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო არ შეიწყნარებს რელიგიურ ექსტრემიზმს
მინდა, ხაზგასმით განვაცხადო – სახელმწიფო არ შეიწყნარებს რელიგიურ ექსტრემიზმს, ხელს შეუწყობს კონფესიათა შორის დიალოგსა და თანამშრომლობას, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სამწლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნება ქვეყნის სიმდიდრეა.
“მინდა, ხაზგასმით განვაცხადო – სახელმწიფო არ შეიწყნარებს რელიგიურ ექსტრემიზმს, ხელს შეუწყობს კონფესიათა შორის დიალოგსა და თანამშრომლობას. ამ მიზნით შეიქმნა რელიგიის საკითხებზე მომუშავე უწყება, სარეკომენდაციო უფლებამოსილების მქონე “რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.