პრემიერი: ყველანი ვართ ერთი დიდი ოჯახი და ამ ოჯახში ვერავინ იქნება ბედნიერი, სანამ სხვას უჭირს

მე ვფიქრობ, ჩვენ – ყველანი ვართ ერთი დიდი ოჯახი და ამ ოჯახში ვერავინ იქნება ბედნიერი, სანამ სხვას უჭირს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სწორედ ასეთი ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვაა ხელისუფლების მთავარი საზრუნავი.
“მე ვფიქრობ, რომ ჩვენ – ყველანი ვართ ერთი დიდი ოჯახი და ამ ოჯახში ვერავინ იქნება ბედნიერი, სანამ სხვას უჭირს, სანამ ერთი ადამიანი მაინც არის დაუცველი ან შევიწროებული, მერწმუნეთ, რომ ჩვენი გუნდის უმთავრესი საზრუნავი სწორედ ასეთი ადამიანები არიან. ეს არის ჩვენი დღევანდელი გამოწვევა და ჩვენი საქმე“, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ანგარიშის წარდგენის დასასრულს, მადლობა გადაუხადა სახელისუფლებო გუნდს, არასამთავრობო სექტორს, უცხოელ პარტნიეროებსა და ქართულ საზოგადოებას.
“მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, მთავრობას, პარლამენტს, არასამთავრობო სექტორს, ჩვენს უცხოელ მეგობრებს, რომელთა მხარდაჭერას დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან განუწყვეტლივ ვგრძნობთ და ბოლოს, მე მინდა ყველაზე დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს მოთმინებისთვის, თითოეული მასწავლებელი თუ ჯარისკაცი, ექიმი თუ მაღაროელი, პოლიციელი თუ ფერმერი, მეწარმე თუ ხელოვანი, ვეტერანი თუ სტუდენტი – ყველა თქვენგანს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა, ვინც ზოგჯერ ურთულეს პირობებშიც, ყოველდღიური შრომით, სწავლით და ბრძოლით აძლიერებს საკუთარ ოჯახს, საზოგადოებას, ანუ ჩვენს ქვეყანას. მხოლოდ ეს ძალისხმევა მიგვაახლოებს ჩვენი წინაპრების ოცნებას, ჩვენს საერთო მიზანს -ერთიან, ძლიერ, განვითარებულ, მშვიდობისა და კეთილდღეობის საქართველოს“, -აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები