საუდის არაბეთში სამ მოზარდს სიკვდილით დასჯა ემუქრება

საუდის არაბეთში სამ მოზარდს სიკვდილით დასჯა ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა 1news.az ავრცელებს. სასამართლომ ამ ადამიანებს სასიკვდილო განაჩენი საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის გამოუტანა.
საერთაშორისო საზაგადოების პროტესტის მიუხედავად, მოზარდებს შეიძლება თავები მოჰკვეთონ. საუდის არაბეთის ხელისუფლება სასჯელის შემსუბუქებას არ აპირებს.
გაზეთ “ინდეფენდენთის“ ინფორმაციით, ყველაზე ახალგაზრდა სიკდილმისჯილი დაკავების მომენტში 15 წლის იყო. ის მონაწილეობდა მანიფესტაციაში, რომელზეც საუდის არაბეთში მცხოვრები შიიტებისთვის მეტი უფლებების მინიჭებას ითხოვდნენ.
შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის ხელისუფლებაში სუნიტები არიან, ხოლო ქვეყნის ოფიციალური რელიგიაა სალაფიტური მიმდინარეობის სუნიტური ისლამი. შიიტების გამოსვლებს კი ქვეყანაში სასტიკად ახშობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები