თბილისში, სასმელი წყლის ფილტრების რეალიზაციის მიზნით, თაღლითური სქემა მოქმედებს

სასმელი წყლის ფილტრების რეალიზატორი ერთ-ერთი ფირმის წარმომადგენლები, რომლებიც თავს გერმანულ კომპანიად ასაღებენ, ონკანის წყლის ხარისხის შესახებ, მოსახლეობაში დეზინფორმაციას ავრცელებენ. ამის შესახებ კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” განცხადებას ავრცელებს. კომპანია მოსახლეობას მოუწოდებს, არ გაუღონ კარი თაღლითებს და არ აყვნენ დეზინფორმაციას.

“კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ ცნობილი გახდა, რომ სასმელი წყლის ფილტრების რეალიზატორი ერთ-ერთი ფირმის წარმომადგენლები, რომლებიც თავს გერმანულ კომპანიად ასაღებენ, ონკანის წყლის ხარისხის შესახებ, მოსახლეობაში დეზინფორმაციას ავრცელებენ.
აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელი, 19 დეკემბერს, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის სხვადასხვა კორპუსების მოსახლეობას შეხვდა და მათი თანდასწრებით წყლის ვითომ „ტესტირება“ ჩაატარა, შეცდომაში შეიყვანა მაცხოვრებლები, რომ მათთან ონკანის წყალი უხარისხოა და ამ მოტივით, წყლის ფილტრების შეძენა შესთავაზა. იგივე პიროვნებამ, გასულ კვირას, ქ. რუსთავის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაც სცადა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მიმართავს მოსახლეობას, არ გაუღონ კარი თაღლითებს და არ აყვნენ დეზინფორმაციას. არამედ მსგავს შემთხვევაში, მიმართონ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცხელ ხაზს და საქმის კურსში ჩაგვაყენონ, თაღლითური სქემის გამოაშკარავების მიზნით.
ცნობისათვის – სასმელი წყლის სრულფასოვანი ანალიზის ჩატარებას ესაჭიროება 72-საათიანი კვლევა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ დედაქალაქისთვის მიწოდებული სასმელი წყალი აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, შეესაბამება საქართველოს ეროვნულ სტანდარტებსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. თბილისის მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხის კონტროლს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიები უწყვეტ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში ახორციელებენ. კომპანიის ყველა ლაბორატორია ISO-17025 სტანდარტის შესაბამისად არის აკრედიტებული, რაც არის სასმელი წყლის ხარისხის დაცვის გარანტი.
კომპანიის უსაფრთხოების სამსახური ჩართულია თაღლითების გამოაშკარავების პროცესში. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ასევე აპირებს, მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზნით”, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები