ლევან ფხაკაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

პოლიტდევნილ ლევან ფხაკაძის მიერ აშენებული კორპუსის მოსახლეობამ მისი მხარდამჭერი აქცია გამართა. აქციის მინაწილეები ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ქმედებებს და პოლიტიკურ ზეწოლას აპროტესტებდნენ. მათი განცხადებით, “რუსთავი 2” ბოლო ერთი თვის განმავლობაში მოსახლეობაზე ზეწოლას ახორციელებს და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ცდილობს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, „რუსთავი 2“ ნიკა მელიასთან ერთად იყო მისული ადგილზე და ისეთ ადამიანს ეძებდნენ, ვინც ლევან ფხაკაძეზე ცუდს იტყოდა. მათი თქმით, ისინი ცდილობდნენ პროვოკაცია აეგორებინათ ერთ-ერთ მშენებარე კორპუსში გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით. როგორც აქციაზე განმარტეს, კორპუსის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა და სანამ ის მოსახლეობას ჩაბარდება, გაზის საკითხიც მოგვარდება.
აქციას “თბილგაზის” წარმომადგენელიც ესწრებოდა, რომელმაც განმარტა, რომ სამუშაოები მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში დასრულდება. მოსახლეობის განცხადებით, მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ და სამარცხვინოა ასეთი მიზანმიმართული ზეწოლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები