ვატიკანი დედა ტერეზას კანონიზაციას აპირებს

ვატიკანი დედა ტერეზას უახლოეს მომავალში წმინდანად შერაცხავს. გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც რომის პაპმა ფრანცისკმა მისი მეორე სასწაული აღიარა. დედა ტერეზას კანონიზაცია, სავარაუდოდ, მომავალი წლის სექტემბერში მოხდება. ვატიკანმა აღიარა, რომ დედა ტერეზას დახმარებით ბრაზილიის მოქალაქე ტვინის სიმსივნისგან განიკურნა. თეოლოგებმა ერთი წლის წინ მისი პირველი სასწაული აღიარეს – დედა ტერეზამ ბენგალელი ქალი მოარჩინა, რომელიც ასევე სიმსივნით იყო დაავადებული.
დედა ტერეზა წარმოშობით ალბანელია. ის სკოპიეში 1910 წელს დაიბადა. ის დიდ ხანს მოღვაწეობდა კალკუტაში, სადაც საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა. დედა ტერეზა 1997 წელს გარდაიცვალა. 1979 წელს მან ნობელის პრემია მიიღო მშვიდობის დარგში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები