გაეროს უშიშროების საბჭომ სირიასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

გაეროს უშიშროების საბჭომ სირიასთან დაკავშირებით რეზოლუცია ერთხმად მიიღო. დოკუმენტი სირიის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების გამართვას გულისხმობს. პოლიტიკურ პროცესს გაერო გააკონტროლებს. მოლაპარაკება 2016 წლის იანვრიდან უნდა დაიწყოს.
რეზოლუციის მიხედვით, სირიაში მომდევნო 18 თვის განმავლობაში არჩევნები უნდა ჩატარდეს, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები გააკონტროლებენ.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, რეზოლუციის შესრულების პროცესში მრავალი სირთულე შეიძლება შეიქმნას. ეს სირიის დღევანდელი პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მომავალს ეხება. ასევე უცნობია კონკრეტულად რომელი ამბოხებული ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას დიალოგში და დათანხდებიან თუ არა ისინი მოლაპარაკებას სირიის დღევანდელ ხელისუფლებასთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები