ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს
ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს – ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტიდან აცნობეს. როგორც „კვირას“ უწყებაში განუცხადეს, დაკავებულები არიან: კახაბერ გასვიანი, აკაკი ენუქიძე და ალექსანდრე შეყილაძე. გამოძიებით დადგინდა, რომ კახაბერ გასვიანმა, აკაკი ენუქიძემ და ალექსანდრე შეყილაძემ დაამზადეს და გაასაღეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ – ფაქტურა თანდართული სასაქონლო ზედნადებებით, რომლის თანახმად, თითქოს მათ მოქალაქეს 180 000 ლარის ღირებულების ფქვილი და შაქარი მიაწოდეს, ამის სანაცვლოდ 52 000 ლარი აიღეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210 – ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.