ხვალ კონფერენცია – “ახალგაზრდების ჩართულობა მშვიდობის მშენებლობის პროცესში – არსებული ვითარება და გამოწვევები” გაიმართება

19 დეკემბერს, სასტუმრო “ამბასადორში“ , 11:30 საათიდან 17:00 საათამდე საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ “ლაზარეს“ პროექტის – “ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ – ფარგლებში ა(ა)იპ მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალური ქსელის ორგანიზებით კონფერენცია – “ახალგაზრდების ჩართულობა მშვიდობის მშენებლობის პროცესში – არსებული ვითარება და გამოწვევები” გაიმართება.
შეხვედრა მიზნად ისახავს რეგიონში შექმნილი ვითარების განხილვასა და სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდების, მედიის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირების ჩართულობის გაზრდას.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც იმსჯელებენ კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიმართულებით უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და არსებულ ვითარებაზე; ზემოქმედების მექანიზმებზე, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საშუალებებსა და შესაძლო პრაქტიკული მიდგომების ჩამოყალიბებაზე.
ამავე დღეს, მშვიდობის ხიდზე გაიხსნება გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება პროექტში მონაწილე ქართველი, აფხაზი, აზარბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდების მიერ სამშვიდობო თემატიკაზე შემნილი ნახატები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები