თელავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

თელავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
ქალაქის გასასვლელთან ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად, მამაკაცი, რომელიც ავტომობილს მართავდა, ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილში მგზავრები არ იმყოფებოდნენ.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რომელიც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები