არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში თამაში – „რა? სად? როდის?“ ჩატარდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ინტელექტუალური თამაში – „რა? სად? როდის?“ ჩატარდა. თამაშში, რომელსაც ინტელექტკლუბის წევრი მიხეილ ციცქიშვილი უძღვებოდა, არასრულწლოვან მსჯავრდებულთა სამმა გუნდმა – „IQ“-მ, „ბროლის ბუმ“ და „იდეამ“ მიიღეს მონაწილეობა.
როგორც „კვირას“ უწყებიდან აცნობეს, შეჯიბრი გუნდების თითქმის თანაბარი მაჩვენებლებით მიმდინარეობდა, თუმცა, II ტურში „იდეა“ დაწინაურდა და საბოოლოო გამარჯვებაც მას ხვდა წილად.
თამაში ინტელექტკლუბის – „რა? სად? როდის?“ მიერ, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა. სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა გამარჯვებული გუნდის წევრებს სერტიფიკატები და ბუკლეტები – „ქართული სპორტის ტრიუმფი“ გადასცეს. მონაწილეებს ჟურნალებიც გადაეცათ. სტუმრებმა განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მოზარდებს წარმატებები უსურვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები