თბილისსა და საქართველოს რეგიონებში შენობები ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

საქართველო ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულებას აღნიშნავს.
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში შენობები ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა.
დედაქალაქში ევროკავშირის დროშის გამოსახულებით განათდა მშვიდობის ხიდი, მთავრობის ადმინისტრაციის შენობა და სატელევიზიო ანძა.
ევროკომისიის პოზიტიურ ანგარიშთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონებში განათებული იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და შენობები.
ევროკავშირის დროშის გამოსახულებით იყო განათებული სვანური კოშკი – მესტიაში, ვარძიის სამონასტრო კომპლექსი, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, დადიანების სასახლე – ზუგდიდში, შუქურა და „პორტა ბათუმი თაუერი“ – ბათუმში, თელავის ციხე და ილიას ძეგლთან მისასვლელი კიბე – წიწამურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები