სომხეთში რუსი ჯარისკაცის სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელმაც ოჯახი დახვრიტა

სომხეთში რუსი სამხედრო მოსამსახურის ვალერი პერმიაკოვის სასამართლო პროცესი დაიწყო. პერმიაკოვმა 2015 წლის იანვარში ქალაქ გიუმრიში ავეტისიანების ოჯახი დახვრიტა.
სასამართლო სხდომა სომხეთში დისლოცირებულ რუსეთის 102-ე ბაზაზე მიმდინარეობს, სადაც პერმიაკოვი მსახურობდა. გამოძიების ინფორმაციით, ვალერი პერმიაკოვმა 2015 წლის 12 იანვარს ნაწილი თვითნებურად მიატოვა. ამის შემდეგ კი ავეტისიანების ოჯახში მივიდა, სადაც ექვსი ადამიანი მოკლა და ერთი ბავშვი დაჭრა, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. მომხდარმა სომხეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია. დაკავების შემდეგ პერმიაკოვმა დანაშაული აღიარა. მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები