მურმან ჯინორია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრა

სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულებთან შეხვედრისას მურმან ჯინორიამ ქართველი მწერლების შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხა. მსახიობი ბოლო პერიოდში სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებულ რეფორმებს პოზიტიურად აფასებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მსჯავრდებულებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობა აქვთ.
,,მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სამინისტროს ხელმძღვანელობას შეხვედრის ორგანიზებისთვის. მსაჯავრდებულებთან შეხვედრისას ვგრძნობდი, რომ მათთვის მომაბეზრებელი არ ვიყავი, არამედ ისინი შვებას, იმედს გრძნობდნენ. მსგავსი ღონისძიებები ხშირად უნდა ჩატარდეს, რადგან ადამიანებმა ადამიანობა არ დავკარგოთ“, – განაცხადა მურმან ჯინორიამ.
ღონისძიების ფარგლებში, მურმან ჯინორიამ მსჯავრდებულების კითხვებსაც უპასუხა, რომელიც მსახიობის შემოქმედებასა და ცხოვრებას უკავშირდებოდა. მსჯავრდებულების თქმით, მურმან ჯინორიასთან შეხვედრამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და დღევანდელი დღე მათთვის დაუვიწყარი იქნება. შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, მსჯავრდებულების/ბრალდებულების რეაბილიტაცია-რესოცილიზაციის ფარგლებში განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები