ია მაკასარაშვილი: დააქციეთ ქვეყანა, მეორედ არ ახსენოთ “ქართული ოცნება“

თბილისის მერიაში საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე კორუფციასთან დაკავშირებულმა საკითხმა დეპუტატებს შორის კამათი გამოიწვია. თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ამ დრომდე მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ბოლო დღეებში გამოვლენილ კიდევ რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე განცხადება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ სევდია უგრეხელიძემ გააკეთა. სევდია უგრეხელიძის თქმით, მერიის სისტემაში ასეთმა ფაქტებმა სისტემური ხასიათი მიიღო. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, საჭიროა მერიამ შეიმუშავოს ანტიკორფციული გეგმა, რათა გამოვლინდეს კორუფციის შემთხვევები და მერია არ აღმოჩნდეს კორუფციის ჭაობში.
“ერთეული ადამიანის დაჭერა ხსნა არ არის. როდესაც კომუნისტების პერიოდში ხდებოდა კორუფციის ფაქტები, 100-დან ერთ უპატრონოს იჭერდნენ. ეს ყველა ჩვენგანის საქმეა. კორუფციის სენი თუ არ აღიკვეთება, შესაძლოა, მერია კორუფციის ჭაობში აღმოჩნდეს”, – აღნიშნა სევდია უგრეხელიძემ. სევდია უგრეხელიძის განცხადებას საკრებულოს უმრავლესობისა და ოპოზიციური პარტიების დეპუტატები გამოეხმაურნენ.
საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ირაკლი ნადირაძის განცხადების საპასუხოდ ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა ია მაკასარაშვილმა „ენმ“-ს დეპუტატებს უთხრა: “დააქციეთ ქვეყანა, მეორედ არ ახსენოთ “ქართული ოცნება”.
კამათი მაკასარაშვილსა და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს შორის რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები