თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, ასევე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, სხდომაზე დეპუტატებს ა(ა)იპ „თბილისის მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრის“ დაფუძნებაზე თაობაზე ინფორმაცია მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ იოსებ ვარდიაშვილი წარმოუდგინა.
კომისიების წევრებმა არგუმენტაციის ნაკლებობის გამო ცენტრის შექმნას ამ ეტაპზე მხარი არ დაუჭირეს. დეპუტატებმა 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესში შესატანი ცვლილებების თაობაზე იმსჯელეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კომისიის სხდომაზე ასევე დადებითად შეფასდა საკითხები თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთისა და ფართის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით გადაცემისა და არასამეწარმეო იურიდიული პირისთვის WORLD VIZION INTERNATIONAL-ის ფილიალი საქართველოში“ იჯარის ვადის გაგრძელების თაობაზეც.
დეპუტატებმა თბილისის 2015 წლის ბიუჯეტით პროგრამებისა და ქვეპროგრამებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილებას მისცეს თანხმობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები