ირაკლი აბესაძემ ბრიფინგი გამართა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა-თბილისის“ თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებით ისაუბრა.
დეპუტატის განცხადებით, თბილისის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, მერიას ჯერ კიდევ 145 მლნ ლარი აქვს დასახარჯი, რაც დედაქალქში სხვადასხვა მიმართულებით ქმნის პრობლემებს.
„ამ თანხის ნორმალურად დახარჯვის შემთხვევაში, ჩვენ დღეს ქალაქში მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა გვექნებოდა და გადაწყვეტილი იქნებოდა მრავალი სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემა“,- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები