პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ – სიტუაციაში მანდატურები ჩაერივნენ

საქართველოს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე ხმაური იყო. დეპუტატები – კობა სუბელიანი და გიგა ბუკია საარჩევნო კოდექსის განხილვისას ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. გიგა ბუკიას უკმაყოფილება კობა სუბელიანის განცხადებამ გამოიწვია. სუბელიანმა განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსი თავისი შინაარსით სისულელეა.
,,ეს ყველაფერი არჩევნების მოსაგებად კეთდება და შეფუთულია სხვადასხვა გარემოებით. საინტერესოა, როგორ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას ამბროლაურის და მესტიის მოსახლეობა. ზვიად ძიძიგური ოპოზიციაში რომ ყოფილიყო, ამას მხარს არ დაუჭერდა. ალბათ გამოხვიდოდით და იტყოდით, რომ ხალხი ერთმანეთს უნდა გადაჰკიდოთო, ისეთ აპოკალიფსს დახატავდით ამ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. რა სისულელეა ეს ყველაფერი”, – განაცხადა სუბელიანმა სიტყვით გამოსვლისას.
სუბელიანის გამოსვლა გიგა ბუკიამ გააპროტესტა, რასაც სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. სიტუაცია მანდატურების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები