იანოშ ჰერმანის პრესკონფერენცია გადაიდო და მოგვიანებით გაიმართება

საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის 14:30-ზე დაგეგმილი პრესკონფერენცია გადაიდო და მოგვიანებით გაიმართება, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ორგანიზაცია ზუსტდ დროს მოგვიანებით გაავრცელებს.
„გატყობინებთ, რომ „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ საქართველოს მიერ შესრულების შესახებ მიმდინარე ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით 14:30-ზე დაგეგმილი იანოშ ჰერმანის პრესკონფერენცია გაიმართება მოგვიანებით თბილისში მარიოტში. ზუსტ დროს დამატებით შეგატყობინებთ“, – აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ მედიაანონსში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები