ლოს-ანჯელესის კინოთეატრში „ვარსკვლავური ომების“ პრემიერის დროს ევაკუაცია გამოცხადდა

ასობით ადამიანი ლოს-ანჯელესის კინოთეატრიდან ავაკუირებული იყო „ვარსკვლავური ომების“ პრემიერის დროს. საინფორმაციო პორტალ TMZ-ის ინფორმაციით, ევაკუაცია სახანძრო განგაშის გამო გამოცხადდა.
ინციდენტი სავაჭრო-გასართობ ცენტრ Grove-ში მოხდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, ფანტასტიკური საგის ჩვენება დაწყებიდან 30 წუთში შეწყდა. კინოთეატრის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ხალხისთვის უმჯობესი იქნებოდა უსაფრთხოების მიზნით სახლებში წასვლა. ადგილზე სახანძრო ბრიგადები მივიდნენ.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ვიღაცამ სახანძრო განგაშის ღილაკს შემთხვევით დააჭირა ხელი. კინოთეატრი მოგვიანებით მაყურებლისთვის ისევ გახსნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები