ჯარისკაცებს ფსიქოლოგიური მონიტორინგი ჩაუტარდათ

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან ჩამოსულ ჯარისკაცებს ფსიქოლოგიური შემოწმება ჩაუტარდათ.
სამშვიდობო მისიიდან დაბრუნებული ჯარისკაცების ფსიქოლოგიური მონიტორინგი პროექტის – „მხარი მხარს“ ფარგლებში ხორციელდება.
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან დაბრუნებული III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ნაკრები ასეულის ფსიქოლოგიური მონიტორინგი ბათუმის ადლიის ბაზაზე განხორციელდა. საერთაშორისო მისიაში მყოფი ჯარისკაცების მონიტორინგი ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტმა აწარმოა. სამხედრო მოსამსახურეების სკრინინგი ამერიკის შეერთებულ შტატებში კარგად აპრობირებული პროტოკოლის მიხედვით განხორციელდა. აღნიშნული სკრინინგი იძლევა საშუალებას, გამოვლინდეს პოსტტრავმული სტრესი ან რამე სხვა პრობლემა შემდგომი დახმარების აღმოჩენის მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები