დონალდ ტრამპი პუტინის სიტყვებით აღფრთოვანებულია

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური პარტიიდან“, მილიარდერმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის შეფასება მისთვის „დიდი პატივია“.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს პუტინმა ტრამპს ნიჭიერი ადამიანი უწოდა, რომელიც „საპრეზიდენტო მარათონის უდავო ლიდერია“.
„დიდი პატივია იმ ადამიანისგან კომპლიმენტების მიღება, რომელსაც მის ქვეყანაში და საზღვარგარეთაც დიდ პატივს სცემენ“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის თქმთ, მას ყოველთვის მიაჩნდა, რომ რუსეთი და აშშ ტერორიზმს ერთობლივად უნდა ებრძოლონ და მსოფლიოში მშვიდობა დაამყარონ, ასევე აქტიურად ითანამშრომლონ ვაჭრობის სფეროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები