ზურაბ აბაშიძე: იმედი მაქვს, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული

პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს იმედი აქვს, რომ ვიზალიბერალიზაციის ანგარიში დადებითი იქნება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყების წინ, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.
„იმედი მაქვს, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“,- აღნიშნა აბაშიძემ.
ამასთან, აბაშიძე სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე ვლადიმერ პუტინის განცხადებასაც გამოეხმაურა.
„რუსეთთანაც ვცდილობთ, რომ ღრმა ჩიხიდან გამოვიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები და ამის რაღაც პატარა ნიშნები არის. სოლიდურად, მშვიდად, პრინციპულად უნდა გავაგრძელოთ საგარეო კურსი, იმედია, მომავალ წელს უფრო მეტი ხელშესახები შედეგები გვექნება“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
საქართველოს მიერ „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ შესრულების შესახებ ევროკომისიის საბოლოო ანგარიში დღეს გამოქვეყნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები