იგორ მოროზოვი: რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების აღსადგენად

პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებას, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის მოხსნის შესახებ, რუსეთის ფედერაციის საბჭოშიც გამოეხმაურნენ.
საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტისთან” საუბრისას რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრმა იგორ მოროზოვმა განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ უნდა ისარგებლოს ვლადიმერ პუტინის განცხადებით და დაიწყოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა.
“ვლადიმერ პუტინმა უდიდესი სიგნალი მისცა საქართველოს ხელისუფლებას, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების აღსადგენად თანაბარუფლებრივ საფუძველზე. საქართველოსა და რუსეთს შეხების ბევრი წერტილი გააჩნიათ. მზად ვართ ურთიერთობების აღსადგენად საპარლამენტო არხებით. ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო მოედნებზე ქართველი კოლეგები იქნებიან ჩვენი მომხრეები და არა მოწინააღმდეგეები”, – განაცხადა მოროზოვმა.
მისივე თქმით, რუსეთს არაერთხელ უთქვამს ხაზგასმით, რომ არ აპირებს გავლენის მოხდენას სხვა სახელმწიფოების ნებაზე და ამ შემთხვევაში საქართველო თავად უნდა მოელაპარაკოს თავის მეზობლებს – სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს.
“ისიც მკაფიოდ ითქვა, რომ რუსეთი საქართველოს ნებას არ მისცემს, მოსახლეობის გენოციდით დაკავდეს”, – განაცხადა რუსმა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები