დავით ბერძენიშვილი: რუსეთ-საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის საკითხი რუსეთის გასაკეთებელი საქმეა

საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ბერძენიშვილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება. ბერძენიშვილის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის საკითხი, რუსეთის გასაკეთებელი საქმეა და არა საქართველოს ხელისუფლების.
„ეს რუსეთის გასაკეთებელი საქმეა, რადგან საქართველოს რუსეთთან არ აქვს სავიზო რეჟიმი. რუსეთის მოქალაქეები უვიზოდ შემოდიან ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, ახლა თუ არის მზად, მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს საკითხი რუსეთს ეხება და არა საქართველოს”, – ამბობს ბერძენიშვილი.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ტელეკომპანია „მაესტროს” ჟურნალისტის შეკითხვას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებთან დაკავშირებით უპასუხა, რომ რუსეთი მზად არის, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები