ყაზბეგის გამზირზე საქართველოს ბანკი დააყაჩაღეს

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე საქართველოს ბანკი დააყაჩაღეს. ამის შესახებ “კვირას” შინაგან სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. უწყების ცნობით, საქმე 179-ე მუხლით არის აღძრული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
დეტალურ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგვიანებით გაავრცელებს.
ყაჩაღობა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ადგილზე სამართალდამცველები და კინოლოგები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები