ლევან ჩაჩუამ მთავარი პროკურატურა დატოვა

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა ლევან ჩაჩუამ მთავარი პროკურატურა დატოვა. როგორც ჩაჩუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, მას არ სურს გამოძიების დეტალებზე წინასწარ საუბარი. “გამოძიებას ჰქონდა ძალიან ბევრი შეკითხვა. ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ ამ თემაზე, რადგან ეს არის საგამოძიებო საიდუმლოება და მე არავითარი უფლება არ მაქვს, სანამ გამოძიება არ გაასაჯაროებს, ამაზე ვისაუბრო”, – განაცხადა ჩაჩუამ.
ექსპერტმა უარყო, თითქოს მან გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებს ფალსიფიცირებული უწოდა.
“მე არ მითქვამს, რომ არის ფალსიფიცირებული. მე ვთქვი, რომ თუ რაიმე დამატებითი დაზიანებებია იმის გარდა, რაც არის ექსპერტიზის დასკვნაში, ალბათ არის ფალსიფიცირებული”, – აღნიშნა ჩაჩუამ.
ექსპერტმა ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა ფოტოებში აღნიშნული დაზიანებები ცხედრებს ექსპერტიზის დროს, მან არ უპასუხა.
“დავანებოთ თავი, არ ვუპასუხებ მეტ კითხვას. ყველაფერს გაცნობებენ, როდესაც გამოძიება დამთავრდება”, – განაცხადა ლევან ჩაჩუამ.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი დაკითხვაზე დაახლოებით 9 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები