"მე მივაწოდე გამომძიებლებს სწორი ინფორმაცია"

 მე მივაწოდე გამომძიებელს ის ინფორმაცია, რომელიც არის მართებული და სწორი, – ამის შესახებ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ მთავარი პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ჟვანიას თემით სპეკულირება მიმდინარეობს.
“მე მივაწოდე გამომძიებელს ის ინფორმაცია, რომელიც არის მართებული და სწორი და ვთვლი, რომ ეს ასეა და დანარჩენი არის გამოძიების საქმე. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მე კვლავ ვრჩები ჩემს აზრზე იმასთან დაკავშირებით, რაც დაკითხვაზე შესვლამდე ვთქვი. დღეს დილით გაჟღერებული ვერსია იმის თაობაზე, რომ ჩემს კაბინეტში, მთავარი პროკურორის კაბინეტში არსებულ სეიფში რაიმე განსაკუთრებული და შოკისმომგვრელი იქნა აღმოჩენილი, არის აბსურდი. იმის მტკიცება, რომ თავდაპირველი ვერსია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით არის არასწორი ან მასში რაიმე ბზარია, ან იყო რაიმე ხელოვნური მანიპულაცია, არის მცდარი და ემსახურება მხოლოდ იმას, რომ მოხდეს ამ თემით პოლიტიკური სპეკულირება”, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები