საკრებულოში საახალწლო ღონისძიებების პროგრამა განიხილეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, წარმომადგენლობითი ორგანოს კოალიცია „ქართული ოცნებაშ“ შემავალი ფრაქციების წევრებმა საახალწლო ღონისძიებების თაობაზე დედაქალაქის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
როგორც “კვირას” თბილისის საკრებულოდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა და ბიუჯეტი განიხილეს. მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის ია მაქაცარიას თქმით, 10 დღის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად ქალაქის ბიუჯეტიდან 1 499 000 ლარის გამოყოფა იგეგმება, ხოლო თბილისელებისთვის საახალწლო განწყობას წელს 700-მდე მუსიკოსი, მსახიობი და შემსრულებელი შექმნის. საახალწლო ღონისძიებები თბილისში 25 დეკემბრიდან დაიწყება და სამ იანვრამდე გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები