ხოდორკოვსკის დაუსწრებლად მკვლელობის ბრალდება წაუყენეს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ბიზნესმენ მიხეილ ხოდორკოვსკის ნეფტეიუგანსკის მერის – ვლადიმერ პეტუხოვის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მკვლელობა 1998 წელს მოხდა. საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის ვლადიმერ მარკინის ცნობით, ხოდორკოვსკის ასევე აბრალებენ ვიაჩესლავ კოკოშკინის მკვლელობის მცდელობას, რომელიც პეტუხოვს თან ახლდა და ევგენი რიბინის მკვლელობის მცდელობას, რომლის დროსაც მისი დაცვის ერთი თანამშრომელი დაიღუპა.
თავად ხოდორკოვსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ გამოძიებამ ის ეჭვმიტანილის სტატუსით დაკითხვაზე დაიბარა. ბიზნესმენმა განაცხადა, რომ დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს, ხოლო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში კორუფციის გახმაურებული საქმეებიდან ყურადღების გადატანის მცდელობით ხსნის. მიხეილ ხოდორკოვსკი ამბობს, რომ პეტუხოვის მკვლელობის საქმე 1998 წელსვე გახსნეს, ხოლო მისი ორგანიზატორები და შემსრულებლები დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები