საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა

 

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ დეპუტატებს დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები გააცნო, რომლებზეც განმარტება მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებმა გააკეთეს.

კომისიის წევრებმა 13-14 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ვადებისა და ღირებულებების დაზუსტების, ასევე ახალი პროექტის დამატების გამო საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის N1618 განკარგულებაში შეტანილი ცვლილებების თაობაზე ინფორმაცია ცნობის სახით მოისმინეს.

დღესვე დეპუტატებმა თბილისის 2015 წლის ბიუჯეტით პროგრამებისა და ქვეპროგრამებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილებას მისცეს თანხმობა. სხდომას კომისიის წევრებთან ერთად მერიის საფინანასო სამსახურის, ასევე კეთილმოწყობის, კულტურის, განათლებისა და სპორტის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები