„ბიბლუს ქიდსი“ საახალწლოდ ემზადება

12-13 დეკემბერს „ბიბლუს ქიდსში“ საახალწლო სამზადისი იგეგმება. დილის 10 საათიდან პატარებს სამზადისში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ.
შაბათს, 12 დეკემბერს, 16:00-დან 18:00 საათამდე ბაბილინა პატარა ქალაქის საახალწლო ზღაპრებს წაიკითხავს, კვირას, 13 დეკემბერს კი იგივე საათზე ბავშვები საახალწლო ნაძვის ხეს, კარაოკეს ფონზე, მხიარულ წამყვანთან – წუნასთან ერთად ააწყობენ.
ღონისძიებაზე დასასწრებად ერთი საათის ღირებულება 7 ლარს შეადგენს, ყოველი მომდევნო საათის ფასი 3 ლარია. „ბიბლუს ქიდსი“ 2015 წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს გაიხსნა. წელს მათთვის პირველი საახალწლო სამზადისია. ორგანიზატორები პატარებს ყოველ შაბათ – კვირას განსაკუთრებულ სიურპრიზებს ჰპირდებიან. მომავალ უქმე დღეებზე „ბიბლუს ქიდსს“ თოვლის პაპა ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები