„ეროვნულმა ბანკმა თავისი კონსტიტუციური ვალდებულება ვერ შეასრულა“

2030-ის წევრი, ეკონომისტი მიხეილ დუნდუა ინფლაციის მაჩვენებლის გაზრდის მიზეზს ეროვნულ ბანკს უკავშირებს. როგორც დუნდუამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ეროვნულმა ბანკმა თავისი კონსტიტუციური ვალდებულება ვერ შეასრულა, რის გამოც ინფლაციის ზედა ზღვარი ვერ დაიცვა.
„ეროვნულმა ბანკმა მიაღწია მიზანს, რომ ინფლაციის ზედა ზღვარი არ აღმატებულიყო 5%-ს, მაგრამ მიზნობრივი მაჩვენებელი ვერ დაიცვა, ვერ შეასრულა თავისი კონსტიტუციური მოვალეობა. საქართველოში ერთადერთი პასუხისმგებელი ფასების სტაბილურობაზე კონსტიტუციურად არის ეროვნული ბანკი, მიზნობრივი ინფლაცია, რომელიც ფასების სტაბილურობის ზედა ზღვარია, უკვე გადაილახა და დღეს მიმდინარე ინფლაციამ 6,3 % შეადგინა. დღეს ეროვნულმა ბანკმა თავისი კონსტიტუციური ვალდებულება ვერ შეასრულა. მე ვფიქრობ, მომავალი წლის მეორე კვარტლიდან ვითარება დასტაბილურებას დაიწყებს და ინფლაცია ნორმალურ მაჩვენებელს დაუბრუნდება. ინფლაცის მაღალი ნიშნული ეროვნული ბანკის მხრიდან ლარის კურსის თვითდინებაზე მიშვებამ განაპირობა. ქადაგიძემ ძალიან კარგად იცოდა, რომ ლარის დევალვაცია ასახვას ჰპოვებდა ინფლაციაში. ის, რომ ეროვნულმა ბანკმა თავისი მოვალეობა არ შეასრულა, ეს აბსოლუტურად სუბიექტური, პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯია. ასე გადაწყვიტა ეროვნულმა ბანკმა, რომ თავისი მოვალეობა არ შეესრულებინა“, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები