2016 წლის ბიუჯეტის დაზუსტებული ვარიანტის თანახმად განათლებაზე 95.1 მილიონი ლარი დაიხარჯება

დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტის თანახმად, განათლებაზე 95,1 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 2 მლნ. 500 ათასი ლარით მეტია.
როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, ამასთან, აღსანიშნავია, რომ ახალი პროგრამების განხორციელებასთან ერთად, სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის პროგრამა 106 800 ლარით გაიზარდა, პროგრამას, ასევე, თბილისის მერიის ხელოვნების სკოლებში იძულებით გადაადგილებულ მოზარდთა უფასო სწავლება დაემატება.
თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტი საკრებულოში 10 დეკემბრს, კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდა.
მთლიანობაში თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 815 მლნ 900 ათასი ლარით განისაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები