მერია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, 2015 წელთან შედარებით, 61 მილიონი ლარით მეტს დახარჯავს

2016 წლის ბიუჯეტის დაზუსტებულ პროექტში პრიორიტეტებად კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ასევე, გამწვანების ღონისძიებები რჩება.
დედაქალაქის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის 2016 წელს 271 მილიონი ლარი გამოიყოფა, რაც 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 61 მილიონი ლარით მეტია.
თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, ბიუჯეტის დაზუსტებულ პროექტში პირველად ვარიანტთან შედარებით, გაზრდილია ისეთი პროექტების დაფინანსება, როგორიცაა: გზების მოვლა-შეკეთება რაიონებში – 2 მილიონ 600 ათასი ლარით; ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების გამაგრება – 3 მილიონი ლარით და კეთილმოწყობის ღონისძიებები რაიონებში – 4 მილიონი ლარით.
თბილისის 2016 წლის ბიჯეტის დაზუსტებული პროექტი საკრებულოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, 10 დეკემბერს, შევიდა.
მთლიანობაში თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 815 მლნ 900 ათასი ლარით განისაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები