თბილისის მერის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების დაფინანსება იზრდება

დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტის თანახმად, ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე 214 მილიონ 300 ათასი ლარი გამოიყოფა, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 9 მლნ. 300 ათასი ლარით მეტია.
დედაქალაქის მერიის ცნობით, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში გარდა არსებული ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებისა, გათვალისწინებულია ახალი პროგრამების დაფინანსებაც, კერძოდ, 3 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრა ჰერცეპტინის პროგრამის დაფინანსება, რაც ადრეული ძუძუს კიბოს დადებითი (I-III) სტადიის მქონე პირებისათვის პრეპარატი ჰერცეპტინით უზრუნველყოფას გულისხმობს, ასევე, 300 ათასი ლარით დაფინანსდება ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პირთათვის მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მომსახურების მიწოდება; 500 ათასი ლარია გამოყოფილი ახალი პროგრამისთვის, რომელიც ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განვითარების ხელშეწყობისთვის ორთოპედიული პათოლოგიების სკრინინგსა და აღდგენით თერაპიას მოიცავს.
ამასთან, გაზრდილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაფინანსებაც, გასულ წელთან შედარებით ზრდამ 3 მილიონ 400 ათასი ლარი შეადგინა.
მთლიანობაში კი, თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 815 მლნ 900 ათასი ლარით განისაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები