დავით ნარმანია: შრომის ანაზღაურების ფონდის მოცულობა 1 მილიონი 500 ათასი ლარით შემცირდა

2016 წლის ბიუჯეტის პროექტის დაზუსტებული ვარიანტის მიხედვით მერიის ადმინისტრაციის, საქალაქო სამსახურების და გამგეობების შრომის ანაზღაურების ფონდის მოცულობა შემცირებულია.
როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის დაზუსტებული ვარიანტის პრეზენტაციისას აღნიშნა, 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მერიის ადმინისტრაციის, საქალაქო სამსახურების და გამგეობების შრომის ანაზღაურების ფონდის მოცულობა 1 მილიონი 500 ათასი ლარით შემცირდა.
ამასთან, სამივლინებო ხარჯები – 230 ათასი ლარით არის შემცირებული, წარმომადგენლობითი ხარჯები – 368 ათასი ლარით, ხოლო ტრანსპორტისა და ტექნიკის მოვლა-შენახვისა და ექსპლოატაციის ხარჯები 449 ათასი ლარით ნაკლებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები