იანოშ ჰერმანი: საქართველოს პროგრესი ძალიან კარგად გამოჩნდა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი მიიჩნევს, რომ საქართველოში პროგრესი არსებობს, თუმცა სასამართლოსა და უმცირესობის დაცვის სფეროში სამუშაო კიდევ ბევრია. როგორც ჟურნალისტებს იანოშ ჰერმანმა სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე ყოფნისას განუცხადა, საქართველოს პროგრესი ძალიან კარგად გამოჩნდა წინა წლებშიც და ჩანს მიმდინარე წელსაც. მისივე თქმით, ადამიანის უფლებები ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„საქართველოს პროგრესი ძალიან კარგად გამოჩნდა წინა წლებშიც და ჩანს მიმდინარე წელსაც. მთავრობა ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ მიმართულებას. გუშინ მე პრემიერის მოხსენებას ვუსმინე, სადაც ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულება გამოკვეთილი იყო. ამ დოკუმენტიდან ვხედავთ საქართველოს პროგრესს სხვადასხვა სფეროში. თუმცა, სამუშაო კიდევ ბევრია, მაგალითად, ისეთ მიმართულებებზე, როგორიც არის სასამართლო, სხვადასხვა უმცირესობის დაცვა”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით იდეალური სიტუაცია არცერთ ქვეყანაში არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები