გულიკო ზუმბაძე კოსტა ხეთაგუროვის პოეზიის კრებულის პრეზენტაციას დაესწრო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, ოსი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, კოსტა ხეთაგუროვის ლექსების ორენოვანი კრებულის პრეზენტაციას დაესწრო.
დეპუტატმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიასთან დგას კოსტა ხეთაგუროვის ბიუსტი და არსებობს მისი სახელობის ქუჩა.
„ჩვენ გვიყვარს და გვენატრება ერთმანეთი. ასეთი ღონისძიებები და შეხვედრები გვაძლევს იმედს, რომ ოსი და ქართველ ხალხი აუცილებლად შეძლებს ღრმა ისტორიული ურთიერთობების აღდგენას და საერთო კავკასიური კულტურის განვითარებას“, – აღნიშნა გულიკო ზუმბაძემ.
კრებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და „კავკასიური მოზაიკის“ ინიციატივით გამოიცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები