რეზო გიგინეიშვილი ფილმს – „მძევლები“ 1983 წლის თვითმფრინავის გატაცების ცნობილ მოვლენებზე იღებს

რეზო გიგინეიშვილი მორიგ ფილმს – „მძევლები” საქართველოში იღებს. ფილმი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული და იგი 1983 წელს ქართველი ახალგაზრდების მიერ თვითმფრინავის გატაცების მცდელობას ეხება. მაშინ ახალგაზრდებს თვისუფლების მოპოვება და საბჭოთა კავშირისგან თავის დაღწევა სურდათ. „მძევლები” საქართველოს და რუსეთის კოპროდუქციაა (Ink Film – რუსეთი ; 20 Steps Productions -საქართველო). ფილმი ეროვნული კინოცენტრის კოპროდუქციის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. გადაღებები მომავალ წელს დასრულდება, ფილმის პრემიერა კი 2017 წელს იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები