თბილისის მოსახლეობას ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით აღნიშნულის მიზეზი სხვადასხვა სარემონტო სამუშაოებია.
ნაძალადევის რაიონში 02:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ლეჩხუმის, ცინცაძის, სანერგის, ხევსურეთის, სააკაძის, ნიკო მარის, იმერეთის, რიონჰესის, ჭყონდიდელის, ბენდელიანის, ჭიჭინაძის და დიდი ჯიხაიშის ქუჩების მცხოვრებლებს (სულ 1 570 აბონენტს).
მთაწმინდის რაიონში 02:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის, ამაღლების და ასათიანის ქუჩების მცხოვრებლებს (სულ 384 აბონენტს).
საბურთალოს რაიონში კი ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 02:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას (ნაწილობრივ), ალმასიანის, ბერბუკის, ტყვარჩელის, კვერნაძის, კოდორის, ბოჭორიშვილის, ფიზკულტურის და აფაქიძის ქუჩების მცხოვრებლებს (სულ 445 აბონენტს).
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები