გიორგი კვირიკაშვილი: ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ტექნიკური სამუშაოები შესრულებულია 100 %-ზე მეტით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ტექნიკური სამუშაოები შესრულებულია 100%-ზე მეტით და მოსალოდნელია, რომ ევროკომისიის დასკვნა პოზიტიური იქნება.
მინისტრის თქმით, ზოგიერთ სფეროში საქართველომ უფრო მეტი რამ გააკეთა ვიდრე ეს იყო მოთხოვნილი.
“ევროზონის თითოეული ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროდან უნდა იქნას მიღებული დადებითი გადაწყვეტილება და შემდეგ უკვე ევროპულ საბჭოში და ევროპარლამენტში მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, რომ საქართველოშიც გაიხსნას უვიზო მიმოსვლა. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ამ მიმართულებით. ტექნიკური სია შესრულებულია ალბათ 100%-ზე მეტი, იმიტომ, რომ ზოგიერთ სფეროში ჩვენ უფრო მეტი გავაკეთეთ, ვიდრე ეს იყო მოთხოვნილი და ვფიქრობთ დასკვნა პოზიტიური იქნება”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
ევროკომისიის ანგარიში საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნდეს. ამის შემდეგ კი უნდა იყოს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები