“როდესაც პირიდან სიტყვის ფაღარათი გჭირთ, ერთხელ მაინც წამოგცდეთ სიმართლე”

როდესაც პირიდან სიტყვის ფაღარათი გჭირთ, ერთხელ მაინც წამოგცდეთ სიმართლე, – ასე მიმართა პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს.
უმცირესობის და უმრავლესობის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული 3 ახალგაზრდის საქმეზე, რეზოლუციის მიღების საკითხს მოჰყვა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” მიერა არის პარლამენტში ინიცირებული.
“თქვენი ხელისუფალი, რომელიც გყავდათ, იყო მეფე – დესპოტივით, რასაც უნდოდა იმას აკეთებდა. აბა ეს დაიჭირეთ, აბა ეს მოკალით, აბა ეს მოტ.. , კინაღამ წამომცდა ის სიტყვა, ამასაც არ აკლდებდით მოსახლეობას. როდესაც პირიდან სიტყვის ფაღარათი გჭირთ, ერთხელ მაინც წამოგცდეთ სიმართლე”, – განაცხადა ნიშნიანიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები