ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ადამიანის უფლებათა დაცვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებითმიღება გამართა.
ღონისძიებაზე მთავრობის მეთაურმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო დასაერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მთავრობის წევრებს უმასპინძლა.
პრემიერმა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სახელმწიფოს ბოლოდროინდელ მიღწევებზე ისაუბრა და განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნა ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერა.
„ჩვენი წინსვლა თქვენი წინსვლაა. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ამ დღეს ერთად აღვნიშნავთ”, – მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსთვის, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, განვითარების მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოა.
„2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ქვეყნის სათავეში, ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა ისეთი მთავრობა, როგორიც შეეფერება ჩვენსხალხს, რომელსაც ის ემსახურება. ჩვენი მთავრობა, რომელიც აცნობიერებს, რომ თავისუფლება, თანასწორობა და სამართლიანობაქართულ გენშია, მიზნად ისახავს ყველა ადამიანის უფლების დაცვას. დღეს ჩვენ ვართ ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტები,რასაც უზრუნველვყოფთ ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მეშვეობით, რომელიც ჩვენ გასულ წელსმივიღეთ. ეს არის პირველი ერთიანი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრულია ადამიანის უფლებათა დაცვისძირითადი მიმართულებები. გარდა ამისა, ჩვენ ვამაყობთ ანტიდისკრიმინაციული კანონით, რომელიც ახლახან მივიღეთ დარომელშიც დეტალურად არის აღწერილი საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებათა დაცვის საკითხები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება სათანადო ყურადღებას უთმობს იმ ინსტიტუტებისდამოუკიდებლობისა და დემოკრატიულობის უზრუნველყოფას, რომლებიც მოქალაქეებს წარმოადგენენ.
პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ცოტა ხნის წინ, ისტორიაში  პირველად, საქართველოს პარლამენტმა დანიშნა გენერალურიპროკურორი, რომელიც არჩეული იყო დამოუკიდებელი პროცესის შედეგად და ყველა დაინტერესებული მხარის -არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების, მართლმსაჯულების სისტემის, მთავრობის, პარლამენტისა დაპოლიტიკური ოპოზიციის მონაწილეობით. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ეს, საქართველოში კანონის უზენაესობისგანმტკიცების გზაზე, დიდი წინსვლაა.
„ჩვენი წინსვლის აღსანიშნავად, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე საქართველო, პირველად ისტორიაში,გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიეს. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ამ პასუხისმგებლობას და მტკიცედგვაქვს გადაწყვეტილი, წვლილი შევიტანოთ მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის საქმეში. როგორცმარტინ ლუთერ კინგი ამბობდა – „უსამართლობა ერთ ადგილზეც კი ყველგან უქმნის საფრთხეს სამართლიანობაა”. მართალია,ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან წინსვლას მივაღწიეთ, მაგრამ კიდევ დიდი სამუშაო გველის. ჩვენს მთავრობასმტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ადამიანის უფლებათა დაცვა. გპირდებით, კიდევ უფრო ეფექტიანად ვიმუშავებთ, მომავალში მეტიწარმატების მისაღწევად”, – მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას.
10 დეკემბერს მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 1948 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაციის მიღებას უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები