იანოშ ჰერმანი: საქართველოში ადამიანის უფლებები დღის წესრიგში მაღალ საფეხურზე დგას

საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, საქართველოში ადამიანის უფლებები დღის წესრიგში მაღალ საფეხურზე დგას. “თბილისი მარიოტში” ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიღება იმართება, სადაც ჰერმანი სიტყვით გამოვიდა. მიღებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე მთავრობის დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.
“ევროკავშირი დგას ადამიანის უფლებათა სადარაჯოზე. ჩვენ ამას ვაკეთებთ როგორც უშუალოდ ევროკავშირის შიგნით, ასევე ევროკავშირის ფარგლებს გარეთ საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. ჩვენ ვამაყობთ საქართველოსთან თანამშრომლობით, საქართველოში ადამიანის უფლებები დღის წესრიგში მაღალ საფეხურზე დგას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის განხორციელება”, – განაცხადა ჰერმანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები